ვიდეო
უთმობენ თუ არა გზას სასწრაფო დახმარების მანქანას ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ორ გამოძახებაზე გაყვა.



"გზა დავუთმოთ სასწრაფოს" - ამ სახელწოდებით სოციალური აქცია თბილისში ერთი თვეა მიმდინარეობს. სოლიდარობის აქცია "თბილისის სასწრაფოს" ორგანიზებით ხორციელდება და რეანომობილებისთვის გზის დათმობას ითვალისწინებს.

ქუთაისში მსგავსი სოციალური აქტივობის მოწყობის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების იმერეთის ცენტრის ხელმძღვანელი, გია სანდუხაძე ამბობს, რომ ქალაქში მოძრაობა გადატვირთული არ არის და რეანომობილებს დანიშნულების ადგილამდე მისვლის პრობლემა არ ექმნებათ. 



"ერთეული შემთხვევები არის, მაგრამ საერთო ჯამში, ბოლო პერიოდში, საგრძნობლად არის ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებული. ისედაც, თბილისთან შედარებით, ქუთაისში გადატვირთული არაა მოძრაობა", - ამბობს გია სანდუხაძე.

უთმობენ თუ არა გზას ქუთაისში რეანომობილებს? "ქუთაისიპოსტი" ამის გასარკვევად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ორ გამოძახებაზე გაჰყვა. 



გია სანდუხაძის ინფორმაციით, ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ცენტრს 24 საათის განმავლობაში, საშუალოდ 170-165 გამოძახება აქვს. ქალაქს 10 რეანომობილი ემსახურება. იმერეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტზე კი 30 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა არის გადანაწილებული.

Print