საზოგადოება
პრეზიდენტი - ქუთაისიდან მოდიოდა ის ემოცია, რაც მნიშვნელოვანი ხდებოდა მთელი ქვეყნისთვის
FaceBook
ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი 2016" გახსნას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო.

პრეზიდენტთან ერთად ფესტივალში მონაწილე მხატვართა ჯგუფურ გამოფენას, ქალაქის მერი შოთა მურღულია მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე  და სხვა ოფიციალური პირებიც სტუმრობდნენ.

ფესტივალი ქუთაისში პირველად ტარდება. ფორუმის პირველმა ღონისძიებამ დავით კაკაბაძის გალერეაში  ბევრ არტისტს მოუყარა თავი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

გიორგი მარგველაშვილმა დაათვალიერა გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები და კმაყოფილება გამოთქვა,  რომ აღნიშნული ფესტივალი სწორედ რეგიონში გაიმართა.

"ბუნებრივი პროცესია, რომ ქუთაისში ტარდება თანამედრვე ხელოვების ფესტივალი. ქუთაისი ასწლეულების გნმავლობაში იყო ქართული სულიერების, კულტურისა და ხელოვნების მთავარი ადგილი. ქუთაისიდან მოდიოდა ის ემოცია რაც მნიშვნელოვანი ხდებოოდა მთელი ქვეყნისთვის.  მივესალმები ამ პროცესს  - რეგიონების ასეთი ხატოვანი შემოქმედებითი ჩართვისა ერთიან ქართულ კულტურულ პროცესში", -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. იგი კადეტთა ლიცეუმს ეწვია, სადაც ლექცია წაიკითხა. 

ვიზიტის მეორე დღეს, 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტი გელათის აკადემიას მოინახულებს. რის შემდეგაც ქუთაისის აკაკი წერთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხავს.

Print