ვიდეო
ქუთაისელები წითელ პარასკევზე - გამოკითხვა (ვიდეო)

ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.



დღეს მართლმალდიდებლური სამყარო დიდი პარასკევს, იგივე წითელ პარასკევს აღნიშნავს. თუ რა იციან ქუთაისლებმა წითელ პარასკევზე ქუთაისიპოსტმა გამოკითხვა ჩაატარა. ნახეთ ვიდეო:


წითელი პარასკევი - ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.
წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

რაც შეეხება კვერცხების წითლად შეღებვას ეს ფაქტი წმ. მარიამ მაგდალინელს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, წმინდა მარიამმა რომში, იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღდგა". იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: "როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო". სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამის შემდეგ ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან

 

Print