საზოგადოება
16-22 აპრილს ქუთაისში საბიბლიოთეკო კვირეული გაიმართება
FaceBook
კვირეული 16 აპრილს გამოფენით გაიხსნა.

16-22 აპრილის ჩათვლით ქუთაისში საბიბლიოთეკო კვირეული გაიმართება.

კვირეული 16 აპრილს გამოფენით "ლიტერატურა, რომელიც წლებს არ ითვლის" გაიხსნა. ქართველ საზოგადოებას პირველად მიეცა შესაძლებლობა ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცული უცხოენოვანი უნიკალური გამოცემები ეხილა. წარმოდგენილი იყო ფრანგულ,სლავურ, იტალიურ, ლათინურ და სხვა ენეზე გამოცემული სახარებები, ასევე სხვა ტექსტები.

კვირეულის სხვა დღეები შეხვედრებსა და ლექციებს დაეთმობა.

18 აპრილს 14:00 საათზე - მე-20 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, შეხვედრას გამართავს პოეტ ბელა უჩაძესთან.
"აპრილიც დადგა" - ამ სახელწოდების ლიტერატურული საღამო მე-8 საბავშვო ბიბლიოთეკა-ფილიალში გაიმართება. 

ლიტერატურული საღამო "ქართული ენა - მოვლენილი მადლი ზეცისა" მე-18 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალში მოეწყობა. ასევე, გაიმართება ლექცია "ჩემი მომავალი პროფესია". ლექციას გაუძღვება მე-15 სკოლის ფსიქოლოგი, ეკა ქობალია.

19 აპრილს მე-4 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალში მხატვარ ლევან გოგიტაძისა და მკითხველების ნახატების გამოფენა მოეწყობა; 15:00 სთ-ზე პირველ საბავშვო ბიბლიოთეკაშა, ლიტერატურული საღამო "ენა არის დედაბოძი საქართველოს ერთიანობისა, მთლიანობისა" გაიმართება; 16:00 სთ- ზე მე-13 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი მარადიული წიგნის "ვეფხისტყაოსანის" საჯარო კითხვას დაუთმობს. 

20 აპრილს ანდრია სინაურის სახ. ლიტერატურული სახლი, პოეზიის საღამოს უმანპინძლებს- "შენს უბეში მხოლოდ გარდავიცვლები, სიკვდილით კი არ მოვკვდები არასდროს".

16:00 საათზე მე-8 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი "პოეზია მუსიკაა სულისა" პოეტ საშა გველესიანთან შეხვედრას გამართავს.

21 აპრილს მე-14 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, მუსიკალურ-ლიტერატურულ კომპოზიციას "გამარჯობა, აფხაზეთო შენი!" წარმოადგენს. 15:00 სთ - მე-17 და 25-ე საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალები ლიტერატურული კონკურსის "ჭადრის ოქროსფერი ფოთლის" ლაურეატებთან, ნანა გასვიანთან, ფერიდე სიმსივესა და  ბექა ქებულაძესთან, შეხვედრას გამართავს. 16:00 საათზე  22-ე საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალში, ახალგაზრდა შემოქმედ ქრისტინე რობაქიძესთან შეხვედრა გაიმართება.

22 აპრილს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში 16:00 საათზე მოეწყობა შეხვედრა "გაერევა ერთი ასში, მუსიკა რომ ესმის ქარში", რომელიც  მწერალ რეზო ჭეიშვილს მიეძღვნება.


Print