ახალი ამბები
დაკეტილი საპირფარეშო და არაოფიციალური ტუალეტი ქუთაისის ცენტრში
FaceBook
უკვე 5 წელია ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში საზოგადოებრივი საპირფარეშოს არ არსებობის გამო მოქალაქეები წითელი ხიდიდ მიმდებარე ტერიტორიას არაოფიციალურ ტუალეტად იყენებენ. 

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, საპირფარეშო 5 წელია რაც დაკეტილია და გახსნის დღიდან მან სულ რამდნიმე თვე იფუნქციონირა. 

" უკვე იმედიც აღარ გვაქვს, რომ ოდესმე მოგვარდება ეს პრობლემა. განსაკუთრებით, ზაფხულში არის აუტანელი მდგომარეობა, აქ, ახლოს ვერ გაჩერდები" - ამბობს ქუთაისში მცხოვრები.

წითელ ხიდთან არსებული ტუალეტის შენობა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ეკუთნოდა, რომელიც ქუთაისის მერიას გადაეცა. თუმცა, გადაცემის პროცესი ამ დრომდე არ დასრულება. 




Print