ახალი ამბები
ქუთაისში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016"-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
FaceBook
გამარჯვებულები სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას რომელიც სტარტს 15 აპრილს აიღებს.

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფეხბურთისა და კალათბურთის ფინალური მატჩებით ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016"-ის საქალაქო ეტაპის შეჯიბრებები დასრულდა.

ოლმპიადამ სტარტი გასული წლის 14 ნოემბერს აიღო და მასში ქუთაისის 40 სკოლის 1600-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.ფინალური მატჩების შემდგომ ყველა სახეობაში გამარჯვებული და პრიზიორი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულებს საჩუქრები, მედლები და სიგელები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადასცა.

გათამაშება სპორტის 7 სახეობაში გაიმართა:.მინი-ფეხბურთი; კალათბურთი (ვაჟები,გოგონები); ფრენბურთი(ვაჟები,გოგონები); ხელბურთი(ვაჟები,გოგონები); მაგიდის ჩოგბურთი(ვაჟები,გოგონები); კროსი(ვაჟები,გოგონები) და ბადმინტონი(ვაჟები,გოგონები).

კალათბურთელ გოგონათა შორის ფინალურ მატჩში გამარჯვება 41-ე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც 36-ე საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 8-7. ვაჟ კალათბურთლეთა შორის მე-3 საჯარო სკოლის გუნდმა მე-7 საჯარო სკოლის გუნდს აჯობა ანგარიშით 14-9 და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო ფეხბურთელთა შორის ფინალურ მატჩში 40-ე საჯარო სკოლის გუნდმა 33-ე საჯარო სკოლის წინააღმდეგ ჩემპიონობას პენალტების სერიაში მიაღწია ანგარიშით 7-6(ძირითადი დრო 0-0).

გამარჯვებულები სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას რომელიც სტარტს 15 აპრილს აიღებს. ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა" გასულ წელსაც ჩატარდა
Print