ახალი ამბები
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"- რას ისტორია უკავშირდება ქუთაისის მუზეუმის ყოფილ შენობას ?
FaceBook

შენობას  გლეხების სახლს უწოდებდნენ. 


რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე,
რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ? რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.

ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.

თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisipost.gე-ზე ადევნეთ თვალი ჩვენს რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქალაქის ცენტრში არსებულ მუზეუმის ყოფილი შენობას? (ნახეთ ვიდეო).

###

"ქუთაისიპოსტის" მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრში არსებული მუზეუმის ყოფილი შენობა მეცრამეტე საუკუნეში არის აშენებული.
უცნობია თუ რისთვის აშენდა ორსარულიანი შენობა ქალაქის ცენტრში.

წიგნის "ქუთაისო ჩემო დედავ"-ის ავტორი ზურაბ ჯავახაძე ამბობს, რომ შენობაში თავდაპირველად განთავსებული იყო ჭიათურის ქვანახშირის მრეწველობის სამმართველო.

"ამის შემდეგ კი შენობა გამოიყენებოდა როგორც სასტუმრო სოფლებში ჩამოსული გლეხებისთვის, რომლებიც ბაზარში მუშაობდნენ. ამიტომაც შენობას გელხების სახლს უწოდბედნენ", - იხსენებს ზურაბ ჯავახაძე.

შენობაში ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 1943-44 წლებში განთავსდა. ჯავახაძე იხსენებს, რომ ამ დროისთვის უკვე მუზეუმის ყოფილ შენობაში აკადემიური გამოფენა 1962 წელს მოეწყო.

"მანამდე და მის შემდეგ მსგავსი აკადემიური გამოფენა არ მომხდარა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატების", - აღნიშნავს ჯავახაძე. თავის მხრივ, მუზეუმი ქალაქში 1922 წელს გაიხსა და რამდენიმე შენობა გამოიცვალა. ერთ-ერთი პედაგოგიური ინსტიტუსტის შენობა გახლდათ.  მუზეუმმა შენობა 2011 წელს დატოვა. 

ქალაქის ცენტრში არსებული მუზეუმის ყოფილი შენობა ამ დროისთვის უფუნქციოდაა. შენობის ერთადერთი დანიშნულება ამდროისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შესრულებული სამუშაოების, ობიექტის ფასადზე განათავსება გახლავთ.

Print