საზოგადოება
რუსული კაპიტალის წილის ყოველწლიურად იზრდება ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე - დისკუსია ქუთაისში
FaceBook
რა არის ენერგეტიკული უსაფრთხოება?

რა გმოწვევები უდგას საქართველოს? როგორია ენერგოდამოუკიდებლობა მოკლე და გრელვადიან პერსპეტივებში? - ეს საკითხები ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანზიებული მორიგი დისკუსიის თემა გახდა.
აღნიშნული საკითხები სამმა მომხსენებელმა გააშუქა: აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ბარათაშვილმა,
მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის წარმომადგენელმა, მკვლევარმა ენერგეტიკის საკითხებში გიორგი მუხიგულაშვილმა და  
ასოციაცია მწვანე ალტერნატივას პროგრამების კოორდინატორმა დავით ჭიპაშვილმა (მოდერატორი: ქეთევან ბერძენიშვილი, რადიო "ძველი ქალაქი)

შეხვედრაზე განიმარტა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ეს არის სხვადასხვა სახის ენერგიის საკმარისი რაოდენობით ხარსიხიანი მიწოდება ხელმისაწვდომ ფასად ეროვნული ინტერესების დაცვით. თუმცა 2014 წლის ენერგეტიკული ბალანსის მიხედვით საქართველოში მთლიანი ენერგიის მიწოდებაში 41 % უკავია ბუნებრივ გაზს, ნავთობპროდუქტებზე მოდის 21 %, ხოლო ჰიდროენერგიაზე  - 16 %, ენრგოიპორტზე დამოკიდებულება 70 პროცენტამდეა. საქართველოში ენერგოიმპორტზე დიდი დამოკიდებულება იკვეთება.
"ჩვენ ვართ მხოლოდ ჰიდრორესურსების ამარა.დანარჩენი: გაზი, ნავთობი ჩვენთან შემოდის გარედან . აზარბაიჯანიდან შემოგაქვს გაზის 91 %. რუსეთიდან გაზს ვერ შემოვიტანთ იმიტომ რომ ეს არის "პოლიტიკური გაზი". მეოცე საუკუნიდან ენერგეტიკა ხდება პოლიტიკური ზეწოლების იარაღი.რითაც  შესანიშნავად სარგებლობენ. უნდა დადგეს ისეთი დრო, როდესაც ენერგეტიკა პოლიტიკის თემა არ იქნება. თუმცა სამწუხაროდ ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ დღეს", - აღნიშნა წერეთლის უნივერსიტეტის ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ომარ ზივზივაძემ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსული კაპიტალის წილის ზრდას ქართულ ბაზარზე.
"ხდება რუსული კაპიტალის წილის ყოველწლიურად ზრდა ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე .მსხვილ გამანაწილებელ კოპმანია „თელასში“ რუსული კაპიტალია. რუსული კაპიტალია გადამცემ სისტემაში, ბენზინგასამართი სადგურების ბიზნესში. ფოთის პორტის 49% "როსნეფტისაა". „ენერგო-პროს“ კახეთის ენერგოდისტრიბუციამ გაკოტრებულად გამოაცხადა თავი. მას ისეთი კომპანია იყიდის რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური მიზნები გააჩნია. იმიტომ რომ ის არ არის მომგებიანი ბიზნესი.ეს არის საკმაოდ კრიტიკული საკითხი თუკი "ენერგო -პრო" გაიყიდება. მაშინ გადამცემი, გამანაწილებელი სისტემა რუსული კაპიტალის ხელში აღმოჩნდება",-  აღნიშნა გიორგი მუხიგულაშვილმა.
დისკუსიაზე ისაუბრეს გარემოს დაცვის პრობლემებზე. იმაზე რომ ქვეყანას გააჩნია სუსტი და გაუმჭვირვალე ენერგოსექტორი. სუსტი კანონმდებლობა და გაუგებარი კონტრაქტები კომპანიებთან. ყველაფერი ერთად ქმნის სერიოზულ პრობლემას გარემოს დაცვის კუთხით.

Print