საზოგადოება
ქუთაისის მერია დამსახურებულ არტისტებს სტიპენდიებს უხდის
FaceBook
ქუთაისელი საქართველოს დამსახურებული არტისტებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 36 ათასი ლარია გამოყოფილი.

დამსახურებული არტისტებისთვის თანხა სტიპენდიების სახით წლის მანძილზე ყოველთვიურად გაიცემა.

სტიპენდიას მერიიდან შვიდი არტისტი იღებს, მესხიშვილის თეატრის მსახიობები: ლამარა ვაშაკიძე, მარიკა სამანიშვილი, ვაჟა ოყრეშიძე, ევა ხუტუნაშვილი, გიზო ღელეყვა, ალექსანდრე კაკაურიძე. ასევე, ოპერის თეატრის მსახიობი ფოთოლა ჯორბენაძე.

ისინი ყოველთვიურად 340 ლარის ოდენობის სტიპენდიას იღებენ.


Print