საზოგადოება
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში სასტუმრო "რჩეულის" შენობას
FaceBook
შენობა სამხედრო დანიშნულებისთვის აშენდა.



რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ? რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.

ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი". რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.

ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisipost.ge-ზე ადევნეთ თვალი ჩვენს რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლადათ რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში, სასტუმრო "რჩეულის" შენობას? (ვიდეო)


###
ქუთაისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე მდებარე შენობა, სადაც ამ დროსთვის (შენობის ნაწილში) სასტუმრო "რჩეულია" განთავსებული, ორი საუკუნის წინ არის აშენებული. ზუსტი თარიღი შენობის აშენების შესახებ უცნობია. ერთ-ერთი ინფორმაციით,  შენობა რუსეთის იმპერატორის,  ნიკლოზ მეორის დროს აშენდა.

შენობა სამხედრო დანიშნულებისთვის აიგო, რადგან ამავე შენობაში თავიდანვე განლაგებული იყო ქართული  სამხედრო შენაერთები, რომლებიც მხოლოდ ქუთაისის გარდა, თბილისსა და ბათუმში გახლდათ. შენობაში შიგნით აგებული იყო პატარა ეკლესია, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის იყო. ეკლესიის გუმბათი 1960 წელს რუსებმა დაანგრიეს, ხოლო ის ადგილის იარაღების საწყობად გაადაკეთეს. საწყობის გარდა, მოგვიანებით შენობა რუსულმა ჯარმა დაიკავა.
საბოოლოდ კი, შენობის განადგურება თავად რუსების მიერ მოხდა.

მოგვიანებით, შენობის ნაწილი გაიყიდა და მასში სასტუმრო განთავსდა.

Print
თეგები: #ქუთაისი