საზოგადოება
პრობლემები, რომლებიც ხარაგაულში, მედია გაშუქების შედეგად მოგვარდა
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში გაზიფიცირების საკითხი მხოლოდ მედია გაშუქების შემდეგ მოგვარდა.

მანამდე მოსახლეობა თითქმის ორი წელი ელოდა მათ ჭიშკრებამდე მოყვანილი ბუნებრივი აირის სახლში შეყვანას. საკითხის გადაწყვეტა მას შემდეგ დაჩქარდა, რაც მოსახლეობის პრობლემა „ჩემმა ხარაგაულმა“ გააშუქა.

ხაგაგაულის სოფელ ვერტყვიჭალას დღეს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი საბავშვო ბაღი აქვს, მანამდე შენობა ამორტიზებული იყო და ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ეს შედეგიც მედია გაშუქების შემდეგ დადგა. 

„ჩემი ხარაგაულის“ გაშუქების შემდეგ მოგვარდა ზვარეში, რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულების პრობლემებიც. მუშები, ფაქტობრივად, ტრეფიკინგის პირობებში მუშაობდნენ.

ამ თემებზე ნახეთ "ჩემი ხარაგაულის" სიუჟეტი, რომელიც მომზადდა მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში.

კამპანიას იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში "ქუთაისიპოსტი" ახორციელებს.


Print