საზოგადოება
მედია თავისუფლებისთვის - დისკუსია ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში ქუთაისიპოსტის ორგანიზებით მედიის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სადისკუსიო შეხვედრა მოეწყო. 
მოწვეულმა სპიკერებმა ჟურნალისტმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ნათია კუპრაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის მცველების” იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ მედიის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით წარსულის მაგალითებსა და არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

ისინი დამსწრე საზოგადოებასთან ერთად შეეხნენ ცენზურის ფორმებს და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს დგას თავისუფალი მედია საქართველოში.

„თქვენ (მედიას) კი არ გაშინებენ ამით, სურთ საზოგადოება იყოს შეშინებული, რადგან თქვენ ხართ მედიუმი", - აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი მშვენიერაძემ. 

შეხვედრა, რომელიც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში მოეწყო, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

სადისკუსიო შეხვედრის ვიდეო მასალა შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოზე: 

Print