საზოგადოება
„მედიის როლი იყო პირველი“ - რა ეტაპზეა გორდის სკოლის რეაბილიტაცია?
FaceBook
გორდის სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და მოსწავლეები განახლებული სასწავლო სივრცით სარგებლობას მომავალი წლის იანვრიდან შეძლებენ - ეს შედეგი დადგა აღნიშნული საკითხით ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის დაინტერესის შემდეგ. 
სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დროში გაიწელა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. როდესაც „მეგა ტვ“-მა არსებული პრობლემის შესახებ შეიტყო, თემის აქტიური გაშუქება დაიწყო და ადგილობრივებთან ერთად, ჩართულობით მიაღწია იმას, რომ საკითხი დაიძრა.

ამ თემაზე ნახეთ „მეგა ტვ"-ის ჟურნალისტის, თამუნა ქავთარაძის სიუჟეტი, რომელიც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში მომზადდა.

კამპანიას იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში "ქუთაისიპოსტი" ახორციელებს.


Print