საზოგადოება
რატომ სჭირდებათ მოქალაქეებს თავისუფალი მედია - გამოკითხვა იმერეთში (ვიდეო)
FaceBook
იმერეთის რეგიონის მასშტაბით არაერთი პრობლემური საკითხი მოგვარდა მოქალაქეების სასარგებლოდ მედია გაშუქების შედეგად.

ყველა მნიშვნელოვანი თემა სწორედ თავისუფალმა მედიამ გახადა ხმაურიანი და აქტუალური და მიჰყვა ამბებს პრობლემების საბოლოო მოგვარებამდე.

რატომ სჭირდებათ მოქალაქეებს თავისუფალი მედია, რას ნიშნავს იმერეთის რეგიონში მცხოვრებთათვის მსგავსი მნიშნელოვანი თემების მედია გაშუქება და რა შეიძლება გამოიწვიოს ცენზურამ და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვამ?

ამ საკითხებზე "ქუთაისიპოსტმა" იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში გამოკითხვა ჩაატარა, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 200-მდე მოქალაქე გამოიკითხა. მათი უმეტესობა თვლის, რომ დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობა.

"რომ იყო მეშახტეების გაფიცვა, მედიას რომ არ გაეშუქებინა, მათი პრობლემები არ გამოსწორდებოდა",- გვითხრა მოქალაქემ ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან.

გამოკითხული მოქალაქეების აზრით, თავისუფალი მედია ერთადერთი საშუალებაა ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მისაღებად. ისინი ამბობენ, რომ დამოუკიდებელი მედია არ უნდა მოექცეს ცენზურის ქვეშ.

Print