საზოგადოება
ქუთაისში ორგანიზაცია "ქუთაისი დნიპროსთვის" დაფუძნდა
FaceBook
,,ქუთაისი დნიპროსთვის"- ამ სახელწოდებით ქუთაისში ორგანიზაცია დაფუძნდა.

როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო პროცესის საჯაროობისა და სრულიად გამჭვირვალობისთვის.

ორგანიზაციას 19 დამფუძნებელი ჰყავს. მათ შორის არიან: კოტე ჭარხალაშვილი, მიხეილ მუმლაძე, ლევან ადეიშვილი, მაგული ჩხობაძე, გაგა ( სახე) ავალიანი, ქეთი ბერძენიშვილი, ხვიჩა ვაშაყმაძე, მარიკა ვაჭარაძე, აკაკი საღინაძე, მაკა ხეცურიანი, იმედა ონიანი, ლელა მოწონელიძე, ია იაშვილი, ნიკა დეისაძე, ლაშა ბერეკაშვილი, გიორგი გველესიანი, სოფიო როინიშვილი, ზაალ კუხიანიძე და ქეთი დეისაძე.

სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის ქალაქ დნიპროს დასახმარებლად მას შემდეგ გაერთიანდა, რაც დნიპროს მერმა ბორის ფილატოვმა ქუთაისს დახმარების თხოვნით მიმართა. სწორედ ამ თხოვნის საპასუხოდ გაერთიანდნენ ქუთაისელები და უკრაინელების დასახმარებლად ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყეს.

შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც უკვე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან.

დნიპრო ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომელიც რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალდა.

დნიპრო ქუთაისის დამეგობრებული ქალაქია. მის გარდა, ხარკოვი, ჟიტომირი, ლვოვი, დონეცკი, მიკოლაევი, დნიპრო, სუმი, ზაპოროჟიე - ქუთაისის დამეგობრებული ქალაქებია უკრაინაში.

ყველაზე მეტი მეგობარი ქალაქ ქუთაისს სწორედ უკრაინაში ჰყავს.

Print
თეგები: #დნიპრო