ახალი ამბები
ქუთაისის მერია სოციალური საცხოვრისისთვის ავეჯს ყიდულობს
FaceBook
ახალი  სოციალური საცხოვრისისთვის  ქუთაისის მერია ავეჯს ყიდულობს.
ამ მიზნით  ტენდერი [NAT220028460] უკვე გამოცხადებულია. 

გამარჯვებულმა კომპანიამ 137 390 ლარის სანაცვლოდ (სავარაუდო ღირებულება) საცხოვრისის ბენეფიციარებისთვის ავეჯი უნდა შეძინოს და ობიექტშიც უნდა შეიტანოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამზარეულოს ავეჯის, კარადის, ტუმბოს, საწოლის, ხის სკამებისა და ტანსაცმლის ღია საკიდის შეძენაა გათვალისწინებული.  

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მისაწოდებელი საქონელი უნდა იყოს ახალი და ხარისხობრივად უნაკლო. საქონლის წუნის აღმოჩენის შემთხვევაში „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, 2 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოს წუნდებული საქონლის შეკეთება ან ახლით შეცვლა. ამასთან, მისაწოდებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს ერთწლიანი გარანტია.

წინადადების მიღება 10 იანვარს იწყება და ორ დღეში მთავრდება.

ქუთაისში, ერთი წლის წინ დაწყებული ახალი სოციალური საცხოვრისის მოწყობა დასრულებულია. ყოფილ ელექტრომექანიკურ ქარხანაში ბენეფიციარებისთვის 42 ოთახნახევრიანი ბინა გაკეთდა, რაშიც 840 508 ლარი დაიხარჯა [NAT210000108].

შექმნილია კომისია, რომელიც საცხოვრისში ბინადრობის მსურველთა განცხადებებს განიხილავს, თუმცა რა კრიტერიუმებით შეასახლებენ ობიექტში უსახლკარო ადამიანებს, უცნობია. 

გუგუნავას ქუჩაზე მდებარე ახლადრეაბილიტირებული საცხოვრისი ერთადერთი არ არის ქუთაისში. ათობით უსახლკარო ნიკეაზე ქუჩაზე მდებარე თავშესაფრშია შეყვანილი.


ამავე თემაზე:


Print