საზოგადოება
წერილი ქუთაისის მერს
FaceBook
"ქუთაისიპოსტის" მკითხველმა რედაქციას წერილით მიმართა.

სასტუმროს "თბილისში" მცხოვრები დევნილთა წარმომადგენელი, "ქუთაისიპოსტის" მიერ მათი პრობლემის გაშუქების შემდეგ ქალაქის მერიის მხირდან საკითხის მოგვარებაზე საუბრობს და ქალაქის მერს შოთა მურღულიას წერილით მიმართავს. მკითხველის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ბატონო შოთა,
მოგახსენებთ, რომ სასტუმრო თბილისში მძიმე ეკონომიკური პირობებში მცხოვრებმა 12 ოჯახმა მოგმართეთ თხოვნით სათბობი მასალის-შეშით დახმარების თაობაზე, რადგანაც წელს დევნილთა სამინისტრომ ვერ მოახერხა თანხების მოძიება ზამთრის პირობებში დევნილებისათვის ვაუჩერით დაკმაყოფილებით.

აღნიშნულ განცხადებაზე მოხდა თქვენს მიერ მყისიერი რეაგირება, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი და გადმოგვეცით შეშა დევნილ - შეჭირვებულ ოჯახებს, რისთვისაც გიხდით მადლობას. იმედია კვლავ გაგრძელდება სასტუმრო თბილისში მცხოვრები შეჭირვებული დევნილი ოჯახებისადმი თქვენი გვერდით დგომა".

სასტუმრო თბილისში მცხოვრები
დევნილების წარმომადგენელი, ვეფხია მიქაუტაძე


ამავე თემაზე:

ქუთაისში მცხოვრები დევნილები შეშას ითხოვენ
Print