საზოგადოება
"ქალები, როგორც ოჯახში წარმოადგენენ აუცილებლობას ასევე, აუცილებელია საკრებულოშიც"- გენდერი ბალანსი ბაღდათის მუნიციპალიტეტში
FaceBook
"არ დაგვიჭერენ მხარს და მათი აჯობებს"

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვიმმართველობაში სულ 148 ადამიანია დასაქმებული. აქედან, 95 გამგეობაში, ხოლო დანარჩენი საკრებულოში. ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულთა შორის მხოლოდ 49 არის ქალია, დანარჩენი - კაცია.

ბაღდათის ადგილობრივ თვითმმართველობაში გარდა იმისა, რომ ქალი თანამშრომლები ამა თუ იმ სამსახურში რიგით სპეციალისტები და მდივნები არიან, სამსახურის უფროსის პოსტიც უჭირავთ.

მაგალითად, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი ლიანა გიორგაძე გახლავთ.
რაც შეეხება, საკრებულოს 28 მანდატიან საკრებულოში ხუთი ქალი დეპუტატია წარმოდგენილი. საკრებულოში სულ ხუთი ფრაქცია, აქედან, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი ქალ დეპუტატს, თინა კელენჯერიძეს უჭირავს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატია ანჟელა ჭავჭანიძე, რომელიც "ლეიბორისტულ პარტიას" წარმოადგენს. გარდა საკანონმდებლო ორგანოში მოღვაწეობისა, ის ასევე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლაში 40 წელია პედაგოგად მუშაობს. ანჟელა ჭავჭავაძე ამბობს, რომ აქტიურია და ამაში ხელს არ უშლის ის, რომ ქალია. ანჟელა ჭავჭანიძისთ თქმით, საკრებულოს სხდომაზე მის მიერ ინიცირებული რამდენიმე საკითხი დაამტკიცეს, მათ შორის არის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში სკოლამდე მისასვლელი გზის შეკეთება.

საკრებულოს თავმჯდომარის გრიგოლ მაჩიტიძის განმარტებით, ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ქალი დეპუტატები აქტიურები არიან. რაც თავმჯდომარის შეფასებით, საკრებულოს სხდომაზე ქალი დეპუტატების მიერ ინიცირებული საკითხების რაოდენობით განისაზღვრება.

"ძალიან აქტიურები არიან ჩვენი ქალი კოლეგები. სწორედ მათ წამოაყენეს საკითხი ბაღდათში საბავშო ბაღების მშენებლობაზე, რაც მოწონებული და დამტკიცებული იქნა. ქალები, როგორც ოჯახში წარმოადგენენ აუცილებლობას ასევე, აუცილებლობას წარმოადგენენ საკრებულოშიც. საკრებულო ხომ დიდი ოჯახია. გარდა ამისა, ის პრაგმატულობა, რომელიც ქალბატონებს გააჩნიათ, შეიძლება ბევრ მამაკაცს არ ქონდეს. რაც მეტნი იქნებიან, მით უკეთესია", - ამბობს გრიგოლ მაჩიტიძე.

"ვფიქრობ, ქალის ხასიათიდან გამომდინრე, უფრო უკეთესიც კი არის ქალის ჩართულობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში. რადგან, ქალებს გვიყვარს საქმის ბოლომდე მიყვნა", - ამბობს საკრებულოს დეპუტატი, ნატო ბონდარენკო.

"არ დაგვიჭერენ მხარს და მათი აჯობებს, მე ცოტა შემტევი ქალი ვარ", - ამბობს საკრებულოს დეპუტატი ანჟელა ჭავჭანიძე.

Print