საზოგადოება
ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების საახალწლო ფასდაკლებები ქუთაისში
FaceBook
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ქუთაისში არსებულიმაღაზიებიმომხმარებლებს ფასდაკლებებს და აქციებს სთავაზობენ.


ფასდაკლებები და აქციები ძირითადად 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, თუმცა არსებობს მაღაზიები, რომლებიც მომხმარებელს 10% 20% და 30%-იან ფასდაკლებებს ნებისმიერ დროს სთავაზობს.

ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელის "კოტონის" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საახალწლოდ ფასდაკლება თითქმის ყველაფერზე აქვთ. მაღაზიაში აცხადებენ, რომ მომხმარებლებს 30-50-70%-იან ფასდაკლებები და ასევე მცირე სიურპრიზებიც ელოდებათ, რაც ახალ წლამდე გაგრძელდება.
15 იანვრიდან კი "კოტონში" ფასდაკლებების ახალი ეტაპი დაიწყება.

სავაჭრო ცენტრმა "ქარვასლა"-მ 29 დეკემბერს მომხმარებლებს საახალწლო ზეიმი შესთავაზა, რაც გულისხმობდა ფასდაკლებებს მთელს ქარვასლაში. საახალწლო ზეიმმა მოიცავს მხოლოდ ერთი დღე.

საახალწლო ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს ასევე სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი".

ფეხსაცმლის მაღაზია "ლე გა" გთავაზობთ, როგორც საახალწლო ფასდაკლებებს, ასევე საშობაო აქციასა და სიურპრიზებს.
მომხმარებელი, რომელიც შეაგროვებს მაღაზიის 5 სავიზიტო ბარათს, საჩუქრად გადაეცემა ერთი სპორტული ფეხსაცმელი. აქცია გაგრძელდება ძველით ახალ წლამდე. საახალწლო დღეებში მაღაზია "ლე გა"-ში თქვენ გელით 10% 20% 30% 40 %-იანი ფასდაკლებები.

საახალწლოდ ფასდაკლებებს გთავაზობთ მაღაზია "ანგელ ქიდს" (გრანდ მოლში) ახალი წლის დღეებში, ბავშვის ფეხსაცმელს 20%იანი ფასდაკლებით შეიძენთ. დანარჩენ საბავშვო ნივთებზე კი "ანგელ ქიდსი" მომხმარებლებს 30 %იან ფასდაკლებებს სთავაზობს.

"ვაიკიკის" ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საახალწლო ფასდაკლებები არ აქვთ, თუმცა როგორც განმარტავენ, ფასები ხელმისაწვდომია ყველასათვის.

ტანსაცმლის მაღაზია "მალსის" ადმინისტრაციაში კონკრეტულ საახალწლო ფასდაკლებებზე არ საუბრობენ და ამბობენ რომ მათთან სულ არის ფასდაკლებები.

ფეხსაცმლის მაღაზია "სქაილერი",  საახალწლოდ მომხმარებელს სთავაზობს 50 დან 80%-მდე ფასდაკლებებს და აქციას - 6 ნივთი ას ლარად, რომელშიც შედის ჩექმა, შუზი, ქუსლიანი ფეხსაცმელი, ოთახის ფეხსაცმელი, ბალეტკები და ქამარი ან კოლგოტი. "აქცია 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, ხოლო ფასდაკლებები ახალი წლის შემდეგაც იქნება" - ამბობს "სქაილერ"-ის მენეჯერი, ხათუნა ჯიქია.

თეონა წითაძე

Print