საზოგადოება
ფიზიკური დაპირისპირება გოგი წულაიასა და საჯარო მოხელეს შორის (ვიდეო)
დაპირისპირებას საჯარო მოხელის მხრიდან მაგიდის აყირავება მოჰყვა

საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტის" მიერ ქუთაისში საახალწლო მორთულობის თემაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ დისკუსიაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დისკუსიის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეხვედრაზე მყოფი "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია და ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის საექსპლუატაციო ობიექტების განყოფილების უფროსი ზურაბ სარალიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირებას საჯარო მოხელის მხრიდან მაგიდის აყირავება მოჰყვა.

საახალწლო მორთულობის თემაზე "ქუთაისიპოსტის" მიერ გამართული დისკუსიის ვიდეომასალა იხილეთ ხვალ www.kutaisipost.ge-ზე.



Print