საზოგადოება
„კადრი-ქუთაისის“ ფარგლებში მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის“ ფოტოგამოფენა გაიმართა
FaceBook
ქუთაისში, "თიბისი" გალერეაში ფოტოკონკურსის "კადრი-ქუთაისი"ფარგლებში ფოტოგამოფენა გაიმართა.

საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდის" წევრების გიგა შუბითიძის, გიორგი ენუქიძის, გიორგი ჯანელიძის, არჩილ გეგენავას, ლევან ლექვინაძის ნამუშევრები. ეს "თეთნულდის" რიგით მესამე გამოფენაა.
"აღნიშნული ფოტოები ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოებული ექსპედიციებიდანაა. ზოგი სვანეთში და ზოგი რაჭაშია გადაღებული. წარმოდგენილია მწვერვალ თეთნულდზე გადაღებული ფოტოები, ასევე რაჭის მღვიმე, რომელიც „თეთნულდელებმა“აღმოვაჩინეთ და ფოტოები თურქეთის ექსპედიციიდან კოპის ციხეზე. ჩვენი სურვილია ბუნება და ის სილამაზე, რაც მოგზაურობის პერიოში გვხვდება ფირზე ავსახოთ და გავაცნოთ საზოგადოებას. მოგზაურობაში მონაწილეობის მსურველები ძალიან ბევრია სხვადასხვა ქალაქებიდან", - აღნიშნა "თეთნულდის" წევრმა გიგა შუბითიძემ.

გამოფენის ფარგლებში ასევე, გაიმართა შეხვედრა ფოტოგრაფ გოგა ჩანადირთან, რომემაც კონკურსის მონაწილეებსა და ფოტოგრაფიით დაინტერესებულებს, ფოტოხელოვნების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ გაესაუბრა.

Print