ახალი ამბები
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა - The Heritage Foundation
FaceBook
The Heritage Foundation -ის ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა.

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 71,8-ია, რაც სხვა წლებთან შედარებით  მდგომარეობის 14 პოზიციით გაუარესებას ნიშნავს.

2022 წლის ინდექსში საქართველო თავისუფლების 71,8 ქულით 26-ე ადგილს იკავებს. საქართველო ევროპის რეგიონის 45 ქვეყანას შორის კი მე-18 ადგილზეა.

ორგანიზაცია The Heritage Foundation ქვეყნებს 0-დან 100 ქულამდე სისტემით აფასებს.

ინდექსი ყოველწლიურად ზომავს 180-მე ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას 12 რაოდენობრივი და თვისობრივი პარამეტრის მიხედვით, რომლებიც 4 ძირითად კატეგორიაშია მოქცეული:


- კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს ეფექტიანობა, მთავრობის კეთილსინდისიერება);

- მთავრობის ზომა (ფისკალური სიჯანსაღე, საბიუჯეტო დანახარჯები, საგადასახადო ტვირთი);

- რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);

- ბაზრის ღიაობა (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).

ორგანიზაცია თავის კვლევაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების გაფართოება შეჩერდა სუსტი ფისკალური სიჯანსაღისა და ბიზნესის თავისუფლების შემცირების გამო, ვაჭრობის თავისუფლებისა და საგადასახადო ტვირთის ქულები რჩება მყარი, მაგრამ სასამართლო ეფექტურობასა და შრომის თავისუფლების ნაწილში მკვეთრი ვარდნა შეინიშნება.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოში საკუთრების უფლებები აღიარებულია, მაგრამ სუსტად აღსრულდება.

პოლიტიკური ჩარევა ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ბევრ მოსამართლეს არ აქვს კომერციული საქმეების დამოუკიდებლად ან სწრაფად განხილვის უნარი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ასახელებს "ელიტარულ" კორუფციას საქართველოში: მაღალი დონის თანამდებობის პირები იყენებენ იურიდიულ ხარვეზებს პირადი გამდიდრების, სტატუსის ან ანგარიშსწორების მიზნით.

მარეგულირებელი გარემო არის ჯანსაღი, მაგრამ საქმიანი დავები სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში შეიძლება გაძნელდეს.
საქართველოში შრომის ხარჯები დაბალია.

მიუხედავად ამისა საქართველო "უმეტესად თავისუფალი" ეკონომიკების ჯგუფში რჩება.



Print