საზოგადოება
ქუთაისის მერი - ახალგაზრდული ბანაკები წინასაარჩევნოდ იყო გამოყენებული
FaceBook
ქუთაისის მერი, შოთა მურღულია "ახალგაზრდული ბანაკი 2015"-ში მონაწილე 53 სტუდენტს შეხვდა. წარმატებული სტუდენტები ბაკურიანში ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით ხვალ ერთ კვირით გაემგზავრებიან.

"ადრე ასეთი ტიპის ბანაკები წინასაარჩევნოდ იყო გამოყენებული. ახლა ეს ნულამდე არის დაყვანილი. ახალგაზდები აუცილებლად უნდა ჩავრთოთ სხვადასხვა საკითხებში, ოღონ არავითარ შემთხვევაში პოლიტიკა არ არის საჭირო. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ნაკლები პოლიტიზირების გარეშე", - განმარტა სტუდენტებთან შეხვედრის დროს მურღულიამ.
ქალაქის მერმა სტუდნეტებს პირობა მისცა, რომ ბაკურიაში მათი ყოფნის პერიოდში ჩავა და სტუდენტებს სხვადასხვა საკითხებზე გაესაუბრება.
"ახალგაზრდული ბანაკი 2015" -ის დასაფინანსებლად ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 800 ლარი არის გამოყოფილი.
თეკლე მორგოშია

Print