საზოგადოება
აფხაზეთის მოსახლეობა საშვს გალში ვეღარ აიღებს
FaceBook
აფხაზეთის თვითაღიარებულმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად გალის რაიონის გარდა, აფხაზეთის დანარჩენი 6 რაიონი საზღვრის გადასალახად საშვს გალში ვეღარ აიღებენ.
საშვის მისაღებად მოქალაქეები სოხუმში უნდა ჩავიდნენ. აქამდე, ქალაქ გალში სისტემატურად გაიცემოდა საშვი ყველა რაიონის მცხოვრებთათვის.

აფხაზეთის მოსახლეობა აღნიშნული კანონით უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ ახალი კანონი მექრთამეობისთვის არის შემოღებული და ამ ყველაფრის უკან ისინი, მოსახლეობისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნის გამოვლინებას ხედავენ.

"რა თქმა უნდა, ეს ახალი წესი, მექრთამეობისთვის შემოიღეს. უკვე ღიად საუბრობენ, რომ 100 რუბლს თუ ჩადებ აქაც, გალში მოგცემენ საშვს ფულის სანაცვლოდ. აქ ფულით ყველაფერი კეთდება. ზოგიერთ ჩემ ოჯახის წევრს მიწერა ტკუარჩელის რაიონში აქვს, არადა გალში ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა, ეს ახალი დადგენილება დიდი პრობლემაა ჩვენთვის" - ამბობს გალში მცხოვრები.

Print