საზოგადოება
რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში სახვითი ხელოვნების გალერეის შენობას?
FaceBook
1976 წელს განთავსდა შენობაში სახვითი ხელოვნების გალერეა.

რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ. ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია. თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisipost.ge- ზე ადევნეთ თვალი რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის სახვითი ხელოვნების გლერეას?- (ნახეთ ვიდეო)

შენობა, რომელიც ამ დროისთვის სახვითი ხელოვნების გალერეა არის განთავსებული დაუზუსტებელი ინფორმაციით 1900 წლებში არის აშენებული. შენობა მიხეილ გოკიელს ეკუთვნოდა. ქუთაისიპოსტის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, 1911 წელს მოქმედებდა გოკიელის სასტუმრო სახელწოდებით "ფრანცია". აღნიშნულ შენობაში სასტუმრომ 1976 წლამდე იმუშავა. სწორედ 1976 წელს განთავსდა შენობაში სახვითი ხელოვნების გალერეა.
Print