საზოგადოება
რაში იწვევს ქუთაისის მერია სკოლის მოსწავლეებს
FaceBook
ქუთაისის მერიის წარმომადგენლები სკოლოს მოსწავლეეებს დასუფთავების აქციაში გამოიწვევენ. ამის შესახებ, ქალაქის მერმა, საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. მერის განმარტებით, დასუფთავების შესახებ კანონი გამკაცრდა, რის გამოც აუცილებელია გარემოს დაცვაზე ფიქრი. "კარგი იქნება აქედანვე თუკი შევაჩვევთ ბავშვებს გარემოს დაცვას. სკოლაში ამ საკითხზე საგნის შემოღებას ვფიქრობ ჯობია, ბავშვები გარეთ გამოვიყვანოთ და თამაშის სახით გარემოს დაცვასა და დასუფთავებაზე ვამუშაოთ. ზაფხულში წყლის გადასხმაზე იწვევდნენ ერთმანეთს. კარგი იქნება, თუკი მერია გამოიწვევს სკოლის მოსწავლეებს და ასევე სხვა ორგანიზაციებს დასუფთავების აქციაში", - განმარტა ქალაქის პირველმა პირმა.
მისი თქმით, აღნიშნულ აქციაზე მოსწავლეებს ისეთი ადგილების დასუფთავება მოუწევთ, რომელიც ფერდობია და ოდნავ მიუვალია.
დასუფთავების აქციაში გამოწვევა მიმდინარე თვიდან მას შემდეგ დაიწყება, რაც მერის განმარტებით, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური იმ ადგილების ნუსხას დაადგენს სადაც უნდა მოხდეს დასუფთავება.
"მართალია, მერიის დასუფთავების სამსახური ქალაქის ყველა ტერიტორიას ასუფთავებს, მაგრამ არის მიუვალი და ფერდობი ადგილები", - აღნიშნა შოთა მურღულიამ.
თეკლე მორგოშია
Print