საზოგადოება
როგორი იქნება 2016 წლის გენდერული ბიუჯეტი ქუთაისში? - შეხვედრა გენდერის მედიაცენტრში
FaceBook
საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ თანამშდებობებზე არ არიან ქალები წარმოდგენილი.

როგორი იქნება 2016 წლის გენდერული ბიუჯეტი ქუთაისში? - ამ საკითხის თაობაზე ქუთაისის გენდერის მედიაცენტრში შეხვედრა გაიმართა.

ქუთაისის მერიის წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე ფიქრია ხაჭაპურიძე, მედიის წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხზე ესაუბრა.

მისი თქმით გენდერის მიმართულებით ბიუჯეტში სამი პრიორიტეტული საკითხი იქნება გათვალისწინებული.

ადგილობრივი თვითმმართველობაში აღმასრულებელი ორგანოების თანამშრომელთათვის, ასევე ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთათვის დაგეგმილია საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარება გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

მეორე საკითხი იქნება სკოლამდელი აღზრდის ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

მესამე საკითხი გახლავთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენედერული თანასწორობის პრინციპებზე ინფორმირების გაზრდით.

ფიქრია ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში თანამშრომელთა დასაქმების კუთხით ბალანსი მეტნაკლებად დაცულია.

"დაახლოებით 139 ქალბატონი და 164 მამაკაცია დასაქმებული. შეიძლება ითქვას, რომ ბალანსი დაცულია", - აღნიშნა ფიქრია ხაჭაპურიძემ.

თუმცა შეხედრაზე იმასაც გაესვა ხაზი, რომ არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ საქართველოს მასშტაბითაც, გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე არ არიან ქალები წარმოდგენილი.

იმერეთის მასშტაბით ქალი მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იკავებს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას.


Print