ახალი ამბები
მართლმმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს
FaceBook
მართლმადიდებელი სამყარო  დღეს, 7 იანვარს,  მაცხოვრის შობას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. 

პანდემიის გამო ქუთაისში საშობაო მსვლელობა ტრადიცული ფორმით არ გაიმართება.

,,ალილო" ქუთაისში, ისევე როგორც სხვაგან, საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით სახეცვლილი ფორმით გაიმართება. სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.


წლებია, 7 იანვარს საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულელებში რიგდება.

Print