ახალი ამბები
ზესტაფონში, მრავლაშვილიან ოჯახში, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ
FaceBook
ყაჩაღობის მცდელობა იყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ზორვეთში ლილიაშვილების ოჯახში ოთხი პირი შეიჭრა.

ნიღბიანი პირები თანხას ითხოვდნენ, თუმცა სახლში მყოფებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. 

ხმაურზე კი მძარცველები გაიქცნენ.  თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო.
Print