ახალი ამბები
ნაცემია მოხუცი ცოლ-ქმარი - ყაჩაღობა ბაღდათში
FaceBook
ბაღდათის სოფელ ფერსათში გოგუცაძეების ოჯახი დააყაჩაღეს.
სახლში სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ ნიღბიანი პირები კომენდანტის საათის დროს შევიდნენ და 80 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარს ფული მოსთხოვეს.

ნაცემი მოხუცების შვილის თქმით, სახლიდან მცირეოდენი თანხა არის წაღებული ხოლო მამაკაცი ბაღდათის კლინიკაში არის გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.



Print