საზოგადოება
ებრაელთა მიტოვებული სასაფლაო ქუთაისში - საფლავებს ეკალ-ბარდები ფარავს
FaceBook
ებრაელთა რაოდენობის შემცირების მიზეზით, ქუთაისში არსებული ებრაელთა სასაფლაო მიტოვებულია.
სასაფლაოზე დამტვრეულია საფლავის ქვები, მოშლილია ღობეები და ებრაელ ხალხთა წინაპრების საფლავებს ეკალ-ბარდები ფარავს.
იხილეთ ფოტო

ქუთაისში, სადაც თავის დროზე 30 ათასამდე ებრაელი ცხოვრობდა, დღესდღეობით მხოლოდ 70-მდეებრაულიოჯახიაშემორჩენილი.
ქუთაისში მცხოვრებ ებრაელ ხალხთა რაოდენობა თანდათანობით კვლავ მცირდება.
ქალაქში ებრაელი ხალხის რაოდენობის შემცირების ფონზე, მოვლა-პარონობას მოკლებულია ქუთაისში არსებული ებრაელთა სასაფლაო.საფლავების უმრავლესობა მოუვლელი და მიტოვებულია.
ქუთაისიდან ისრაელში წასულ ებრაელთა წინაპრების სასაფლაოები, ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში, საფიჩხიაზეა განთავსებული.
აღნიშნულ სასაფლაოზე ებრაელთა სამარხებს 3 ჰექტარი მიწის ფართობი უჭირავს.
"ვინც აქ არის ამ დრომდე თავიანთი ოჯახის წევრების სასაფლაოებს უვლიან თავისთავად, თუმცა სასაფლაოების უმრავლესობა მოუვლილი იმ მიზეზითაა, რომ მათი მეპატრონეები ამ ქალაქში აღარ ცხოვრობენ,"-ამბობს ქუთაისში მცხოვრები ებრაელი დავით ბუზიაშვილი.
როგორც ქუთაისის სასაფლაოთა მეურნეობაში განმარტავენ, მათიმოვალეობა კონკრეტული სასაფლაოს მოვლა-პატრონობა არ არის და ისინი მხოლოდ დაკრძალვის შემდგომ დარჩენილი ნაგვისგან ასუფთავებენ ტერიტორიას.
ქუთაისში ებრაელები მე-17 საუკუნიდან დასახლდნენ, მათი რაოდენობა განსაკუთრებით მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიზარდა.
ქუთაისში მცხოვრები ებრაელი ხალხი აქტიურად მოღვაწეობდა ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ებრაელი ხალხის მასიური გასვლა ქუთაისიდან 1970 წელს დაიწყო, მათი უმრავლესობა ისრაელში გაემგზავრა.


Print