ახალი ამბები
სამი მოთხოვნა - თბილისში მიკროსაფინასო ორგანიზაციაში თავდამსხმელს 9 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი
FaceBook
თბილისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თავდამსხმელს 9 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.
სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ვიდეომიმართვა ვრცელდება.

ვიდეო ერთ-ერთი მძევლის მიერაა გადაღებული. კადრების მიხედვით, თავდამსხმელი, მისი საუბრის სტილისა და მანერების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია.

ახალგაზრდა მამაკაცი დეპუტატების პარლამენტში შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს:

"შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 %-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“,
- აცხადებს თავდამსხმელი.

თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშეა შესული. შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.
Print