საზოგადოება
ქუთაისის სკოლები მომავალი კვირიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა
FaceBook
ქუთაისის  ყველა საჯარო სკოლა მომავალი კვირიდან  სწავლების დისტანციურ ფორმატზე  გადავა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ამჯერად არჩევნებს უკავშირდება. იმის გამო რომ სკოლებში საარჩევნო უბნებია გახსნილი კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციის გამო სპეციალური უბნები უნდა მოეწყოს. 

საკითხთან დაკავშირებით განცხადება დღეს, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააკეთა. 

"იმ სკოლებში, სადაც არის საარჩევნო უბანი, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო მომავალი მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, დროებით გადავლენ დისტანციურ რეჟიმში,"- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ქუთაისში სულ 123 საარჩევნო უბანია გახსნილი.

საარჩევნო უბანი   ქალაქის 38 საჯარო სკოლიდან 37-შია მოწყობილი. 

ქუთაისში 155 236 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი: ანა ჯიქია
Print