ახალი ამბები
იმერეთში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
19:44 / 12.10.2020
იმერეთის მუნიციპალიტეტში გარყვნილი
ქმედების ბრალდებით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
დაკავებულია 1948 წელს დაბადებული რ.ყ. დანაშაული 8-დან 12 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს,
ხონის მუნიციპალიტეტში, 2011 წელს დაბადებული ა.ე.-ს მიმართ გარყვნილი
ქმედება ჩაიდინა.
წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ
ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის
141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმდება წყალტუბოში - მოზარდს
ექსპერტიზა უტარდება
მასალის გამოყენების პირობები