ახალი ამბები
„ეკლესიის შიგნით ფეხმოკიდებული რუსოფილია სერიოზული სახის არის “ - მირიან გამრეკელაშვილი
FaceBook

პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ბაგრატის ტაძრის ეზოში გამართულ პარტიულ შეხვედრას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა.


შეხვედრასთან დაკავშირებით საპატრიარქომაც გააკეთა განცხადება და საკუთარი როლი გამორიცხა.


პარტიული შეხვედრის გამართვაზე ნებართვის გაცემის უფლებამოსილება სახელმწიფოს დააკისრა სამართლებრივი მაგალითების მოყვანით, რომ ბაგრატის ტაძრის მიწა სახელმწიფოსია და არა საპატრიარქოსი.

იურიდიული კაზუსების და ოფიციალური ნებართვის არსებობა- არარსებობის მიუხედავად თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი საპატრიარქოს როლს არ გამორიცხავს „პატრიოტთა ალიანსისთვის“ ბაგრატის ტაძრის ეზოს დათმობის საკითხში,  უფრო მეტიც, ამაში „ლოგიკურ სვლასაც“ ხედავს.


„ძალიან შეუსაბამო იქნებოდა „პატრიოტთა ალიანსს“  თავისი ყრილობა  სხვაგან რომ გაემართა და არა ბაგრატის ეზოში, რადგან  ბაგრატის ტაძარი არის კათედრალი, რომლის ტახტზეც ბრძანდება საქართველოში  ერთ- ერთი ყველაზე  გამორჩეული რუსოფილი ეპისკოპოსი მეუფე იოანე გამრეკელი".


თეოლოგი გამიჯნავს, მისი შეფასებით, ორ მნიშვნელოვან საკითხს,


„პატრიოტთა ალიანსი“ არის რუსეთის მოქმედი მთავრობის მიერ დაქირავებული  პოლიტიკური ძალა,  რომელიც იღებს დაფინანსებას რუსეთიდან.  და რაც შეეხება  ეკლესიის შიგნით ფეხმოკიდებულ რუსოფილიას, ეს უფრო სერიოზული სახის არის და ის ეყრდნობა საქართველოს ისტორიული მონაკვეთების გარკვეულ ინტერპრეტირებას“.

თეოლოგის განმარტებით, ეს ინტერპრეტირებები გულისხმობს „ისტორიულ“ მტკიცებულებებს რუსეთთან საქართველოს აუცილებელი ალიანსის შესახებ. სადაც რიგი სასულიერო პირები ცდილობენ დაასაბუთონ რუსეთის უპირატესი როლი საქართველოს „გადარჩენაში.“


„ცდილობენ ასეთი  მეხსიერების ტიპოსი შექმნან - რომ   არა რუსეთი  საქართველო ვერ გადარჩებოდა როგორც ქრისტიანული ქვეყანა. რუსეთთან შეგვიძლია  ვიყოთ პოლიტიკურ  ალიანსში. ის შეიძლება იყოს ჩვენი პოლიტიკური მოკავშირე,  რადგან ეს არის ერთადერთი საშუალება გადარჩეს  და შენარჩუნდეს ქართული ქრისტიანული კულტურა“, - ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.


თეოლოგის შეფასებით, ეს შემთხვევა არის ერთ- ერთი არგუმენტი იმისა, რომ საპატრიარქო თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიებთან ფინანსური  სარგებლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მაგრამ ასევე  იდეოლოგიური სიახლოვის ნიშნითაც, რაც უნდა მოენდომებინა „გირჩს“ ან „ევროპულ საქართველოს“ ბაგრატის ეზოს თავყრილობისთვის არ დაუთმობდნენ.


მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ სასურველია კულტურული მემკვიდერობის  ძეგლები და სივრცეები არ ეთმობოდეს პარტიულ  შეხვედრებს .ამისთვის არსებობს  ნეიტრალური ტერიტორიები - სათაო ოფისები და საკონფერენციო დარბაზები.


„რაც  შეეხება ტაძარს აქ სხვა თემაა. ფაქტობრივად ხდება  ეკლესიისა და ქრისტიანობის  პოლიტიზება, რაც არის მიუღებელი  ყოველი მხრივ.  მოახლოებული არჩევნების  წინ ეკლესიაც დიდი ცდუნების წინაშეა,  რადგან სწორედ არჩევნების წინ გაუკეთებს ალბათ, მმართველი თუ სხვა პარტიები ეკლესიას შეთავაზებებს,  რაღაც სარგებელს და ა.შ.  აქ უნდა გამოიჩინოს პრინციპული დამოკიდებულება და თავი აარიდოს  პოლიტიზებას“


წინააღმდეგ შემთხვევაში თეოლოგი ეკლესიითვის  არასასურველ მომავლს ხედავს. პოლიტიზება „(პოლიტიზებით ) ეკლესია მოახდენს საკუთარი თავის ბოლომდე დისკრედიტაციას საზოგადოებაში, როგორც რწმენითი ინსტიტუტისა “.

Print