საზოგადოება
ქუთაისის ტურისტული ლოგოები, რომლებიც მერიამ დაიწუნა (ფოტო)
FaceBook
კონკურსი მეორედ დღეს გამოცხადდება.

"ქუთაისიპოსტი" გათავაზობთ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწუნებულ ქუთაისის ტურისტული ლოგების ნაწილს.

"გეგზავნებათ ინფორმაცია ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული, ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის გამოსავლენ კონკურსში მონაწილე იმ პირთა შესახებ, რომელთაც წარმოადგინეს წერილობითი თანხმობა, ვინაობისა და ნაშრომების გასაჯაროებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია  მერიიდან  მიღებულ ოფიციალურ წერილში.

ნახეთ სხვა  დაწუნებული ლოგოები აქ.


მერიის მიერ ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის გამოსავლენ კონკურსში 38-მა კონკურსანმტმა მიირო მონაწილეობა. კომისიამ ქალაქის ტურისტული ლოგო შეარჩია. თუმცა, ქალაქის მერმა ის არ დაამტკიცა. კონკურსი მეორედ მიმდინარე წლის  9 ოქტომბერს უნდა გამოცხადებულიყო.  ქუთაისის მერის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განმარტებით, კონკურსი მეორედ დღეს გამოცხადდება.

ამავე თემაზე: 

ქუთაისის მერმა ქალაქის ტურისტული ლოგო არ დაამტკიცა

ქუთაისს ახალი ლოგო აქვს

ქუთაისს ტურისტული ლოგო და სლოგანი ექნება

ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნისთვის მერიამ კონკურსი გამოაცხადა

როგორი უნდა იყოს ქუთაისის ლოგო და სლოგანი - დისკუსია ქუთაისიპოსტი (ვიდეო)
Print