საზოგადოება
ქუთაისის მერია სკვერების მოსაწესრიგებლად ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქალაქში ორი სკვერის მოსაწესრიგებლად 138 715 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
რუსთაველის გამზირზე #39-თან და ბუხაიძის #6-ის მიმდებარედ სკვერების სარეაბილიტაციოდ  ტენდერი მიმდინარე წლის 25 თებერვალს გამოცხადდა. სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა 138 715 ლარის სანაცვლოდ ორი სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს. მიმწოდებელი  ვალდებულია სამუშაოების შესრულება განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 65
დღის განმავლობაში.

თეკლე მორგოშია
Print