საზოგადოება
„„იცნობდეთ გმირებს“ - ადამიანები მეშახტეთა და მაღაროელთა ქალაქებიდან (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისიპოსტი იწყებს ახალ რუბრიკას „იცნობდე გმირებს“ რომელიც ტყიბულის შატხსა და ჭიათურის მაღაროში დასაქმებულ ადამიანებს გაგაცნობთ.
გიგა თაბაგარი ერთი წელია ჭიათურის მაღაროშო შრომობს. სულ სამი თვის დაწყებული ჰქონდა მუშაობა, როდესაც მაღაროელები  გაიფიცნენ  ხელფასების ზრდის და  შრომის უსაფრთხოების დაცვისთვის. გიგა გაფიცულებს შეუერთდა  დ ა 11  ღე იშიმშილა მაღაროელებისთვის  პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. გაფიცვა თითქმის ერთ თვეს გაგრძელდა. საბოლოოდ მაღაროელების მოთხოვნა დაკმაყოგილდა. ამიტომ  

გიგაასთვის მაღაროელის პროფესია გაბედულებას და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლასაც ნიშნავს. რომელსაც არა მხოლოდ ადამიანებისთვის მოაქვს სიკეთე, არამედ ცვლის და უკეთესს ხდის გარემოს.



გარემოს და სამყაროს ცვლიან მეშახტე ქალებიც. ისინი ირგებენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროფესიას. პროფესიას, რომელიც  არა მარტო მათთვის არის მნიშვნელოვანი, არამე იგი აცოცხლებს მეშახტეების ქალაქს. 

ლამარა ბერიანიძე მარკშეიდერია. იგი ათწლეულების განმავლობაში  მუშაობდა შახტში.ნატალია კეთილაძე ათ წელზე მეტია ამწეს მემანქანეა შახტში. ამწეს მემანქანეა მაკა გოტიაშვილიც. ისინი საკუთარ პროფესიას მნიშვნელოვან მონაპოვრად თვლიან და არ ნანობენ საკუთარ  არჩევანს/ მათთვის მნიშვნელოვანია შახტმა იმუშაოს და არ გაჩერდეს მუშა პროცესი.



Print