საზოგადოება
დამსაქმებელს დასაქმებულის უსაფრთხოება და სოციალური პრობლემები არაფრად მიაჩნია -დისკუსია ქუთაისში
FaceBook
"მშრომელთა უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა - რეალობის ინტერპრეტაციები" იქცა დისკუსიის თემად
"პრაქსისის " სახელსონოში, რომელიც "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)" გამართა.

მომხსენებლებმა "ჯორჯიან მანგანეზის" ზესტაფონის ფერო შენადნობთა ქარხნის მუშამ გიორგი გიორგიძემ და
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა, აქტივისტმა ცოტნე ცხვედიანმა ისაუბრეს ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა მძიმე შრომით მდგომარეობაზე. შეხვედრას მოდერაციას EMC-ის სოციალურ უფლებათა პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე უწევდა.
ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობა, ამ დრომდე ვერ გახდა საზოგადოების დღის წესრიგის ნაწილი იმ სიმწვავით, რა სიმწვავითაც ის დგას ინდუსტრიულ ზონებში, საწარმოებში, ქარხნებსა და დასაქმების სხვა ობიექტებში, აღინიშნა შეხვედრზე. ამ ნაპრალის ამოვსების ერთ-ერთ გზად შეხვედრის ორგანიზატორებს დისკუსიებიც ესახებათ. ამიტომ შეხვერაზე იმ ადამიანებმა ისაუბრეს, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ამ პრობლემებთან - მუშამ და აქტივისტმა.
გიორგი გიორგიძემ, რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 11 წელია მუშაობს ,აღნიშნა რომ ქარხანაში პრობლემები სისტემურ ხასიათს ატარებს და დასაქმებულთა უფლებების დარღვევათა მთელ სპექტრს მოიცავს. გიორგიძის ინფორმაციით ქარხანაში ტექნიკური რეგლამენტით კლიმატის საშუალო მაჩვენებელი 25 გრადუსი უნდა იყოს, მაშინ როცა. რეალურად 40 გრადუსს აღწევს. არ ხდება გაგრილება და ვენტილაცია. ყველა ამწე მწყობრიდანაა გამოსული და სიცოცხლისთვის საშიშია. ელექტროგაყვანილობა გაუმართავია, კაბინები მწყობრიდანაა გამოსული. პრობლემებია ღუმელებთან დაკავშირებით, გიორგიძის თქმით, გამლღვარი ნათების ამოფრქვევა ფატალური შედეგებით დასრულდა და 4 ადამიანის ცოცხლად დაიწვა.
"27 წერილით მივმართეთ "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომდგენლებს, სადაც 20 დარღვევაზე მივუთითებდით, არათუ ეს პრობლემები გამოსწორდა, უბრალოდ პასუხებიც არ მიგვიღია. არადა ზესტაფონის მოსახლეობის 80 პროცენტი დამოკიდებულია ფეროზე, დასაქმების კუთხით ამ საქმის ალტერნატივა არ არსებობს. ყველაფერი ფეროზეა მიბმული.დამსაქმებელი გეუბნება "თუ არ მოგწონს წადი". ან უნდა შვეგუო ამ ყველაფერს. დამსაქმებელს დასაქმებულის არც უსაფრთხოება, არც სოციალური პრობლემები არაფრად მიაჩნია", - აღნიშნა გიორგი გიორგიძემ.
შეხვედრაზე ითქვა, რომ მსგავსი სიტუაციაა ტყიბულსა და ჭიათურაში, "თუმცა იქ ძნელია იპოვო ადამიანი ვინც ამ საკითხებზე ღიად ისაუბრებს რატომ არაა პროტესტი აქტიური? იმიტომ რომ ის წააწყდება რეპრესიულ აპარატს სამსახურიდან გამოშვებით დაწყებული საცხოვრებელი სახლის დაკარგვით დასრულებული", - აღნიშნა ცოტნე ცხვედიანმა.
დისკუსიაზე საუბარი შეეხო შრომის ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედების მნიშვნელობას, როგორც დაცვის ერთ- ერთ საშუალებას. სოციალური დაცვის სამინისტროში შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამა მუშაობს, თუმცა მას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია და რეალური ძალა არ გააჩნია.
დისკუსია გაიმართა პროექტ "ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გარემოს დასაცავად" ფარგლებში,

Print