ახალი ამბები
ქუთაისის მერმა ქალაქის ტურისტული ლოგო არ დაამტკიცა
FaceBook
ქუთაისის მერიის კომისიის მიერ შერჩეული ქალაქის ტურისტული ლოგო მერმა არ დაამტკიცა. ტურისტული ლოგოს გამოსავლენად კონკურსი თავიდან გამოცხადდება.

ამის შესახებ მერიის ტურიზმის განყოფილება განცხადებას ავრცელებს.
"კომისიის მიერ შერჩეულმა ლოგომ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამის გამო, ქუთაისის მერია ქალაქის ტურისტული ლოგოს შესარჩევ კონკურს რამდენიმე დღეში ხელმეორედ გამოაცხადებს. მერიაში შემოსული ლოგოს ვარიანტები იქნება საჯარო ყველა ადამინს მიეცემა საშუალება შერჩევაში მიიღოს მონაწილეობა," - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისის ტურიტული ლოგოს შესარჩევი კონკურსი ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. წარმოდგენილი 38 ვარიანტიდან კომისიის მიერ შეირჩა ერთი, თუმცა არ მომხდარა ლოგოს ოფიციალურად დამტკიცება.
Print