ახალი ამბები
ქუთაისს ახალი ლოგო აქვს
FaceBook
ქუთაისიპოსტისთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერიის მიერ  ტურისტული ლოგოს შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.
ქუთაისის ლოგოს ავტორი სოსო უგრეხელიძეა.
ქალაქისთვის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნის მიზნით მერიამ კონკურსი მიმდინარე წლის 23 ივნისს გამოაცხადა.
ქუთაისს ტურრისტული ლოგო ამ დრომდე არ ქონია. ქუთაისის მერიაში ქალაქისთვის ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად მიღებულ წინადადებებს კომისია ერთი თვის მანძილზე განიხილავდა. 
მერის ბრძანების მიხედვით, ლოგო უნდა ყოფილიყო ვიზუალურად მიმზიდველი, მარტივი, აღქმადი, დახვეწილი და უნივერსალური, ხოლო სლოგანი - ლაკონური, სხარტი, გარითმული და პასუხობდეს მესიჯს - რატომ ქუთაისი?
რაც შეეხება სლოგანს, გამარჯვებული არ გამოვლენილა. როგორც მერიაში აცხადებენ, წარმოდგენილი ვარიანტებიდან არც ერთი არ შეესაბამება კომისიის მოთხოვნებს.
კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ორშაბათს გახდება ცნობილი.
Print