საზოგადოება
რეზო ჭეიშვილს ხვალ ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონში დაკრძალავენ
FaceBook
15 სექტემბერს, მესხიშვილის თეატრში 14 საათზე მოეწყობა სამგლოვიარო მსვლელობა.

ქართველ კლასიკოს მწერალსა და დრამატურგს რეზო ჭეიშვილს ხვალ ქუთაისში დაკრძალავენ.
მწერალს 15 სექტემბერს ქუთაისის მესხიშვილის დრმატულ თეატრში 11 საათზე გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 14 საათზე მოეწყობა სამგლოვიარო მსვლელობა.
მესხიშვილის თეატრიდან გამოსვენება 15 საათზე მოხდება. მწერალს, მისი სურვილის მიხედით, ქუთაისში მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
რეზო ჭეიშვილი ავადმყოფობის შედეგად 11 სექტემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს.

Print