საზოგადოება
სასაფლაოზე მცხოვრებ სამტრედიელ მამაკაცს გამგეობა საცხოვრებელი სახლისთვის მიწას გამოუყოფს
FaceBook
"გმგეობა გამოუყოფს მიწას და პატარა ნაგებობას აუშენებს“.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარის მკვიდრ, ტარიელ სულაქველიძეს გომის თემის გამგეობა საცხოვრებელი სახლისთვის მიწას გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ "ქუთაისიპოსტს" რესპუბლიკური პარტიის სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, იმედა გოგავამ შეატყობინა. ტარიელ სულაქველიძე უკვე წლებია სოფელ დაფნარის სასაფლაოზე ცხოვრობს. მის საცხოვრებელს სასაფლაოზე მდებარე რკინის კონსტრუქცია წარმოადგენს, რომელიც საცხოვებლად უვარგისია - ზაფხულში იხუთება, ზამთარში იყინება. რა მიზეზითაც, ტარიელ სულაქველიძეს რამდენიმე წლის წინ ფეხები მოეყინა.
"გამგეობა გამოუყოფს მიწას და პატარა ხის ნაგებობას აუშენებს, სადაც საცხოვრებლად ნორმალური პირობები ექნება და შეძლებს ნორმალურად გამოზამთრებას, ხოლო ავეჯითა და სხვა ყოფითი ნივთებით, მას რესპუბლიკური პარტია დაეხმარება", - აღნიშნა იმედა გოგავამ. 


Print