საზოგადოება
ქუთაისის თეატრები სეზონებს თვის ბოლოს გახსნიან
FaceBook
ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრი სეზონს ტრადიციულად 27 სექტემბერს გახსნის.

წარმოდგენილი იქნება გიორგი სიხარულიძის სპექტაკლი " ბამბაზიის სამოთხე".
"სოხუმის დაცემის დღეს, სპექტაკლით ბამბაზიის სამოთხე", სეზონის გახსნა ტრადიციად იქცა. წელსაც ამ ტრადიციის ერთგულები ვიქნებით", - აცხადებენ მესხიშვილის თეატრში.
თვის ბოლოს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კონკურსები იგეგმება, რომელმაც გუნდის მომღერლები და სოლისტები უნდა გამოავლინოს. როგორც ოპერის თეატრში აცხადებენ,  სეზონიც ამ კონკურსების დასრულების შემდეგ გაიხსნება.
ოპერის თეატრი თავის 47-ე სეზონს გახსნის.

Print