საზოგადოება
სასმელი წყლის პრობლემა გუბისწყალში - რუბრიკაში "მოქალაქის ხმა" (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისიპოსტი, იმერეთის მუნიციპალიტეტებში იწყებს ვიდეობლოგების წარმოებას, სახელწოდებით “მოქალაქის ხმა”.

ვიდეობლოგებში ნაჩვენები იქნება სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მთავარი სათქმელი, როგორც ხელისუფლების, ასევე, სოფელში არსებული პრობემების მიმართ. ვიდეობლოგები მომზადდება თვეში სამჯერ თითოეული მინიციპალიტეტიდან, რუბრიკის “ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” ფარგლებში.

რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი. რუბრიკის ფარგლებში, ყოველი თვის ბოლოს კი იმერეთის თითოეულ მინიციპალიტეტში მოეწყობა მრგვალი მაგიდა/საჯარო შეხვედრა.

შეხვედრაში სახელწოდებით “უპასუხე ხალხს” მონაწილეობას მიიღეს კონკრეტული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს იქნება მოსახლეობისა და ხელისუფლების შეხევდრა პირისპირ. მრგვალი მაგიდა იქნება შესაძლებლობა, მოქალაქეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვან კონკრეტული კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები, რაც შესაძლებლობას მისცემთ დაისახოს პრობლემების მოგვარების გზები.

Print