საზოგადოება
ქუთაისში მე-2 საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაციას სამშობიარო სახლი განახორციელებს
FaceBook
სწავლის დაწყებამდე ეზოში მთლიანად დაიგება ასფალტი


ქუთაისში მეორე საჯარო სკოლის ეზოში მოუწესრიგებელი გზის საფარის რეაბილიტაციას სამშობიარო სახლი უზრუნველყოფს.
აღნიშნულის შესახებ განმარტებას ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აკეთებენ.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის განმარტებით, სამშობიარო სახლი, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, ახალი კორპუსის მშენებლობისას, სკოლის ეზოთი სარგებლობდა.
"თავიდანვე იყო პირობა, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამშობიარო სახლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდა გზის რეაბილიტაციას. ამჟამად მიმდინარეობს აზომვითი სამუშაოები და სწავლის დაწყებამდე ეზოში მთლიანად დაიგება ასფალტი," - განაცხადა ბადრი ვაშაკიძემ.
საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი მიმდინარე წლის 14 სექტემბერს იწყება. 
დეა მანაგაძე
Print