საზოგადოება
რა ეროვნების მეუღლეებს ირჩევენ ქართველი ქალები და კაცები? !
FaceBook
სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის შედეგად, ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველოში ქორწინებების რიცხვი მკვეთრად შემცირდა.
სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ქართველი ქალები ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინდებიან.
2015 წელს 465-მა მანდილოსანმა იქორწინა რუსეთის მოქალაქეზე. რუსების შემდეგ ქართველები ყველაზე ხშირად ქორწინდებიან თურქებზე. წელს თურქი ეროვნების მამაკაცზე დაქორწინებულთა რიცხვმა 186 შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. ქართველი ქალები ასევე, თხოვდებიან აზერბაიჯანელ მამაკაცებზე. წელს აზერბაიჯანის მოქალაქეზე 105მა ქარტველმა იქორწინა. სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკ ასე გამოიყურება:
საქართველო-რუსეთი: 465
საქართველო-თურქეთი: 186
საქართველო-აზერბაიჯანი: 105
საქართველო-საბერძნეთი: 96
საქართველო-სომხეთი: 63
რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ქართველი მამაკაცების რჩეულები ყველაზე ხშირად? ქართველი ქალებისა და მამაკაცების არჩევანი ამ შემთხვევაში ერთნაირია. მამაკაცებიც ყველაზე ხშირად რუსი ეროვნების ქალებზე ქორწინდებიან. ასევე აზერბაიჯანელებზე, სომხებზე და უკრაინელებზე. მამაკაცების უცხოელ ქალბატონებზე ქორწინების ზუსტი სტატისტიკა ასე გამოიყურება:
საქართველო - რუსეთი: 891
საქართველო -აზერბაიჯანი: 227
საქართველო -სომხეთი: 188
საქართველო -უკრაინა: 175
საქართველო - აშშ :30

ambebi.ge



Print