საზოგადოება
"ენგურჰესის" თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
FaceBook
კაშხალი მისი სიმაღლით მსოფლიო თაღოვანი კაშხალების ხუთეულში შედის
ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ "ენგურჰესის" თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, "ენგურჰესი" ქვეყნის ის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს "ენგურჰესის" ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება.
კაშხალი მისი სიმაღლით მსოფლიო თაღოვანი კაშხალების ხუთეულში შედის. ენგურზე ჰესის მშებლობის დაწყებას საფუძვლად ნიკო ნიკოლაძის სურვილი და იდეა უდევს, რომელზეც მსჯელობა 20 წლის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. ნახევრსაუკუნოვანი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება, მოგვიანებით, ტერიტორიის კველვისა და დეტალური დაზვერვის შედეგად მიიღეს. საბოლოოდ, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და 1977 წელს დასრულდა", - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

სტატიის სრული ვერსია
bpn.ge
Print