საზოგადოება
ქუთაისში სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანია დაიწყო
FaceBook

კამპანიის "დაეხმარე მას, ვისაც შენზე მეტად უჭირს" ფარგლებში, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში წიგნები, ხელნაკეთი ნივთები და სხვა საგნები იყიდება.
საქველმოქმედო გამოფენა - აქციაზე, ნივთების მიტანა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

სოლიდარობის კამპანიას ქუთაისის ცენტრალურ ბაღში არასამთავრობო ორგანიზაცია "მიგრაციის სახლი" მართავს. საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
როგორც საქველმოქმედო კამპანიის ორგანიზატორები ამბობენ, სოციალურად დაუცველებისთვის არ არის სახელმწიფოს მხრიდან გაღებული დახმარება საკმარისი.
"იმ ადამიანებს რომლებსაც უჭირთ, რეალურად სახელმწიფო ვერ ეხმარება, რადგან სოციალური დახმარება მათი გასაჭირს ვერ ამსუბუქებს,"- ამბობს საქველმოქმედო კამპანიის თანაორგანიზატორი გივი ავალიანი.
ნივთების მიტანა შეგიძლიათ რადიო "ძველი ქალაქის" ოფისში (გაპონოვის #30) ან აქციის დღეს ცენტრალურ სკვერში.
თანხის შეგროვება მიმდინარეობს საბანკო გადარიცხვითაც. ნებისმიერ მსურველს, კერძო თუ იურიდიულ პირს შეუძლია შემოგვიერთდეს.
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: მიგრაციის სახლი
ბანკის კოდი: UGEBGE22
ანგარიშის ნომერი: GE63Vთ0500000077833602GEL
გთხოვთ გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითოთ ქველმოქმედება.

ოჯახები, რომელთაც არასამთავრობო ორგანიზაცია "მიგრაციის სახლი" სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში, პირველ ეტაზე დაეხმარება:
1. წყალტუბოში მცხოვრები ჯიმშელეიშვილების ხუთშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახს წლებია თავი ავარიულ ბინისთვის აქვს შეფარებული. მათი ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ჯიმშელეიშვილები მრავალშვილიანი ოჯახებისათვის განკუთვნილ
სახელმწიფო დახმარებას ვერ იღებენ. ოჯახის უმცროსი წევრი ნაადრევად (ექვსი თვის) დაიბადა. თანდაყოლილი ტრამვის გამო, მკურნალობას პერმანენტულად საჭიროებს. ოჯახის მცირე სახსრები არათუ ბავშვის მკურნალობას, არამედ ელემენტარულ საარსებო პირობებს ვერ აკმაყოფილებს.

2. ქუთისში ჯამაძეების ოჯახი სოციალური დახმრების იმედადაა დარჩენილი. მამას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ფიზიკურად მუშაობა უჭირს. დედა კი ორსულეობის მეცხრე თვეშია. უსახსორბის გამო ექიმთან კონსულტაციაზე მხოლოდ ერთხელ იყო. მედიკამენტების ყიდვისა და სპეციალური რაციონის მიღების საშუალება არ აქვს. მეორე შვილს კი ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემები აქვს. ყოველთვიურად 80 ლარის მედიკამენტების მიღებას საჭირეობს. ოჯახი იძულებული გახდა დამატებითი საბანკო ვალდებულებები აეღო. რის გამოც სოციალური დახმარება უნახევრდებათ.

3. თბილისში მცხოვრები გორგაძეების ხუთსულიანი ოჯახი უსახსორბის გამო შვილს ვერ მკურნალობს. უმცროსი წევრი შშმ პირია. სამკურნალოდ კი ძვიადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება. ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი კი საარსებო ხარჯებსაც არ ყოფნის.
საქველმოქმედო აქცია ქუთაისში "არასამთავრობო ორგანიზაცია "მიგრაციის სახლის" ორგანიზებით მოეწყო.
ანა ჯანაშია

 

Print