საზოგადოება
აბორტების სიხშირე არასაკმარისად მცირდება- გამოფენა და დისკუსია ქუთაისში
FaceBook
პროექტის „ხელოვნება ქალთა უფლებებისათვის“  ფარგლებში ქუთაისში მესამე ივენთი გაიმართა.

მხატვარის და პროექტის ერთ-ერთი ავტორის ლია უკლებას ნახატების გამოფენას ამჟამად ქუთაისის №3 სამშობიარო სახლმა უმასპინძლა. გამოფენის თემას ქალი, მისი ადგილი სოციუმსა და ზოგადად სამყაროში, საკუთარი თავის ძიება და თვითიდენტიფიკაცია წარმოადგენდა.
გამოფენის შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე აბორტი და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა. მომხსენებელმა: გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგმა შორენა სულამანიძემ აბორტის უფლებასა და კონტრაცეპციაზე ისაუბრა."მიუხედავად იმისა რომ სადღეისოდ არსებობს კონტრაცეფციების ფართო არჩევანი აბორტების სიხშირე არასაკმარისად მცირდება და დაუგეგმაავი ორსულობა დღესაც აქტუალურია", - აღნიშნა შორენა სულამანიძემ.
შორენა სულამანიძე სელექციურ აბორტებსაც შეეხო და აღნიშნა რომ . ეს უკანასკნელი კვლავ რჩება პრაქტიკაში საგანგაშო სტატისტიკით. მაგალითად 2012 წელს საქართველოში 1200 გოგონათი ნაკლები დაიბადა. ისინი სელექციური აბორტების მსხვერპლნი გახდნენ.
დისკუსიას როგორც მოწვეული სტუმრები ასევე შემთხვევითი, სამშობიარო სახლში კონსულტაციაზე მოსული აუდიტორია დაესწო.
"ჩვენმა გამოფენებმა და დისკუსიებმა აჩვენა რომ ქალთა თემებზე და მათ პრობლემებზე საუბარი ნამდვილად ჭირდებათ ქალებს. ამ დისკუსიას ესწრება ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის სპეციალურად მოწვეული, მაგრამ მიუხედავად ამისა მათი მხრიდან ჩანს დიდი ინტერესი და მზაობა რომ ისაუბროს, დისკუსიაში ჩაებას და იფიქროს ამ თემებზე. ეს არ არის მათთვის უცხო და უინტერესო", - აღნიშნავს ლია უკლება.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მიგრაციის სახლი" "ქალთა ფონდი საქართველოში" მხარდაჭერით.

Print